ავტორი:

ნიკა მელიას არ აქვს ინტელექტი, "ხულიგანია" - ირაკლი კობახიძე

ნიკა მელიას არ აქვს ინტელექტი, "ხულიგანია" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საკუთარი შესაძლებლობები "ცხოვრებაში პირველად სწორად შეაფასა და დებატებს გაექცა“.

კითხვაზე, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც ნიკა მელიამ მერობის კანდიდატებს შორის დებატები დატოვა, კობახიძემ განაცხადა, რომ მელიას სათქმელი არაფერი აქვს.

"მელია გაექცა დებატებს ერთი მარტივი მიზეზის გამო - მას სათქმელი არაფერი აქვს. მას არ აქვს არც ინტელექტი, ის არის "ხულიგანი“ და ასეთი ადამიანების ადგილი ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესში, დებატებში არ არის. შესაბამისად, მან ცხოვრებაში პირველად სწორად შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და გაექცა დებატებს“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ "ლეიბორისტური პარტიის“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძეს მიუტანა ქილა, სადაც მისი თქმით, უფასო სასადილოს რაციონი იყო მოთავსებული, კობახიძე ამბობს, რომ დებატებზე "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მისმა სატელიტებმა საკუთარი თავი წარმოაჩინეს“.

"ის პატარა პროვოკაციები, რომელიც გუშინდელ დებატებზე ვიხილეთ, ამ სატელიტების და "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მონაწილეობით არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ სულისკვეთებისა, რითაც ეს პარტიები და ადამიანები გამოირჩევიან“,- განაცხადა კობახიძემ.