"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სოფელ სუფსაში ჯიჯეიშვილის სახლს მეხი დაეცა და მთლიანად დაიწვა
სტიქიამ ლანჩხუთში პრობლემები შექმნა - წყალწმინდასთან ერთად მოსახლეობას ზარალი მიადგა სხვა სოფლებშიც. დაიტბორა სახლები და დაზიანდა შიდა საუბნო გზები.
როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, ზარალის დათვლა ინტენსიურად მიმდინარეობს და მოსახლეობას დახმარებას შესაძლებლობების ფარგლებში აღმოუჩენენ.
ფოტო: "რუსთავი 2"