ავტორი:

მარტყოფში, იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა

მარტყოფში, იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა შენობაში წუხელ აფეთქება სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გატეხვის მიზნით განახორციელეს. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განაგურებას გულისხმობს.