ავტორი:

როგორ შეცვალა ლინდა ევანგელისტა "გასახდომმა პროცედურამ" - 90-იანების ულამაზი მოდელის გარდასახვა და მძიმე ცხოვრება: "სასტიკად დამამახინჯეს"

როგორ შეცვალა ლინდა ევანგელისტა "გასახდომმა პროცედურამ" - 90-იანების ულამაზი მოდელის გარდასახვა და მძიმე ცხოვრება: "სასტიკად დამამახინჯეს"

90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი და წარმატებული სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა ამბობს, რომ მისი გარეგნობა სამუდამოდ დეფორმირებული დარჩა, მას შემდეგ, რაც ცხიმის შემცირების, გასახდომი პროცედურა ჩაიტარა. მოდელის თქმით, პროცედურის შემდეგ მან პირიქით, წონაში ძალიან მოიმატა და ამ ყველაფერმა მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

აღნიშნულის შესახებ ევანგელისტამ პოსტი "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.

56 წლის ლინდა ამბობს, რომ მან ცხიმის შემცირების იშვიათი პროცედურა 5 წლის წინ ჩაიტარა, ხოლო მიღებული მძიმე შედეგის გამოსასწროებლად ორი ოპერაცია გაიკეთა და ორივე მათგანი უშედეგო აღმოჩნდა.

ეს ფოტო 2009 წელსაა გადაღებული

"ამ პროცედურის შემდეგ ისეთი დავრჩი, რომ როგორც მედია წერდა, ჩემი ცნობა შეუძლებელი იყო“, - წერს მოდელი. ევანგელისტას განმარტებით, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომლის გამოც, საჯაროდ გამოჩენაზე წლებია უარს ამბობს.

2008 წელი

"ჩემო გამომწერებო, ვისაც გაინტერესებთ რატომ არ ვმუშაობდი და არ ვჩანდი მაშინ, როცა ჩემი თანატოლების კარიერა ყვაოდა...მიზეზი ესაა, მე სასტიკად დამამახინჯა ამ პროცედურამ, რომელსაც სხვა შედეგი უნდა ჰქონოდა და სხვა რამეს მპირდებოდა. ამ ყველაფერმა მხოლოდ ჩემი საარსებო წყარო კი არ მოსპო, არამედ ღრმა დეპრესიაში ჩამაგდო და თითქოს სულ მარტო დავრჩი“, - განმარტავს ლინდა.

1989 წელი - ლინდა ევანგელისტა, ნაომი კემბელი და კრისტი ტარლინგტონი

მოდელი ამბობს, რომ ეს პოსტი სოციალურ ქსელში იმიტომ გამოაქვეყნა, რომ სურს ცხოვრება გააგრძელოს.

ლინდა ევანგელისტა - 2016 წელი

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მედიაში ლინდა ევანგელისტას ფოტოები გავრცელდა და მისი ცნობა მართლაც შეუძლებელი იყო. ახლაც "ინსტაგრამზე" ის თავის ახალ ფოტოებს არ აქვეყნებს და საჯარო სივრცეში არასოდეს ჩნდება.