ავტორი:

დღის ფოტო - ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ფიზიკური დაპირისპირების დროს

დღის ფოტო - ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ფიზიკური დაპირისპირების დროს

თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც მას შემდეგ დაიწყო, რაც მელიამ კობახიძეს დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

"შენ გჯერა, რომ დმანისში მართლა ჩვენ დავჭერით ჩვენი მხარდამჭერები?! გჯერა?! შენ ხარ უსინდისო და 2 ოქტომბერს მიიღებ შესაბამის პასუხს, შე ბიძინა ივანიშვილის მონავ", - თქვა მელიამ და კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საპასუხოდ კობახიძემ მელიას, ასევე, უწოდა: "ნაძირალა, "ხულიგანი", უინტელექტო".

დაპირისპირებას პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ ტელევიზიები და არაერთი საინტერესო კადრი მოხვდა ფოტოგრაფების ობიქტივში.