ავტორი:

ლამასგან მიღებული ნანოსხეულები კორონავირუსის წინააღმდეგ იმედისმომცემია  - თუ მოლოდინი გამართლდა, ის ცხვირის სპრეის სახით იქნება

ლამასგან მიღებული ნანოსხეულები კორონავირუსის წინააღმდეგ იმედისმომცემია  - თუ მოლოდინი გამართლდა, ის ცხვირის სპრეის სახით იქნება

კორონავირუსის პანდემია ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია და მეცნიერები სხვადასხვა ქვეყანაში ცდილობენ, რომ მის საწინააღმდეგოდ სამკურნალო საშუალება გამოიგონონ. ამჯერად, BBC-ი ავრცელებს საინტერესო ინფორმაციას და წერს, რომ მეცნიერთა მტკიცებით, ლამა გამოიმუშავებს ნანოსხეულებს (ის არის ლამას სისხლში), რომლის საშუალებითაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ცხვირის სპრეი შექმნეს და მან "შესანიშნავი პოტენციალი" აჩვენა კვლევის ადრეულ ეტაპზე.

"ეს არის "ნანოსხეულებით“ მკურნალობა. აღნიშნული საშუალება წარმოადგენს ნანოსხეულების მცირე ნაწილაკებს, რომლებსაც ლამები ბუნებრივად აწარმოებენ ინფექციის საპასუხოდ და რომელიც კორონავირუსის გასანეიტრალებლად ეფექტიანია", - წერს გამოცემა.

მეცნიერები ამბობენ, რომ ცხვირის სპრეი ეფექტიანი იქნება ინფექციის სამკურნალოდ ინფიცირების ადრეულ ეტაპზე და ადამიანს ვირუსისგან თავის არიდებაში დაეხმარება.

  • როსალინდ ფრანკლინის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ჯეიმს ნეისმიტი ნანოსხეულებს უწოდებს "ფანტასტიკურსა“ და "აღმაფრთოვანებელს.“ მისივე თქმით, ამ საშუალებით მკურნალობა ჩაუტარდათ კორონავირუსით დაინფიცირებულ მღრღნელებს და ისინი ექვს დღეში სრულად გამოჯანმრთელდნენ.

აღსანიშნავია, რომ სამკურნალო საშუალება გამოსცადეს მხოლოდ ლაბორატორიის ცხოველებზე, მაგრამ ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცნობით, აქამდე გამოცდილ კორონავირუსის გამანეიტრალებელ სხვა საშუალებებს შორის, აღნიშნული ნანოსხეულები ყველაზე ეფქტიანი აღმოჩნდა.

“ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი კვლევა, მონაცემები მის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, სანამ ცდებს ადამიანებზე დავიწყებთ, თუმცა ჩანს, რომ ეს საშუალება ძალიან პერსპექტიულია“, - ამბობს ჯეიმს ნეისმიტი.