თბილისში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა სახის პრობლემების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რამდენიმე შეტყობინება შევიდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, თითოეულ შეტყობინებაზე სამაშველო სამსახური შესაბამის რეაგირებას ახდენს.