სტიქიამ კახეთი დააზარალა. ამ დროის ინფორმაციით, სეტყვა იყო საგარეჯოს, ყვარლის და თელავის მუნიციპალიტეტებში. მათ შორის ყვარელში დაზარალებულია რამდენიმე სოფელი.
თელავის მუნიციპალიტეტში კი სტიქიის შედეგად დაზარალებულია სოფელ გულგულის, შალაურისა და ვარდისუბნის მოსახლეობა.
აღნიშნულის შესახებ უკვე აქვთ ინფორმაცია ადგილობრივ მუნიციპალიტეტში. სპეციალური კომისიები მუშაობას ხვალ, დილიდან დაიწყებენ.