ავტორი:

"ჰარი პოტერის" ვარსკვლავმა გოლფის თამაშისას გონება დაკარგა - როგორია ამჟამად მილიონობით ადამიანის საყვარელი მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ჰარი პოტერის" ვარსკვლავმა გოლფის თამაშისას გონება დაკარგა - როგორია ამჟამად მილიონობით ადამიანის საყვარელი მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ჰარი პოტერის ვარსკვლავი, ტომ ფელტონი გოლფის თამაშის დროს ცუდად გახდა და გონება დაკარგა. შემთხვევა ვისკონსინში მოხდა.

მსახიობს ჯერ ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება, ხოლო შემდეგ ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო შემოწმება უტარდება.

მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ფელტონი უკვე გონსაა მოსული, თუმცა დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.

34 წლის ტომი ცნობილია "ჰარი პოტერიდან“, მთავარი გმირის მეტოქის, დრაკო მალფოის როლით.

ფელტონი გატაცებულია გოლფით და ვარსკვლავების შეჯიბრში ხშირად მონაწილეობს. ამჯერადაც Ryder Cup-ის გათამაშების ფარგლებში ვარსკვლავების მატჩის მონაწილე იყო.

ამ დროისთვის მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებით დეტალები ცნობილი არ არის.