ავტორი:

ლიტერატურული კონკურსი სტუდენტებისთვის

ლიტერატურული კონკურსი სტუდენტებისთვის

ძალიან კარგი შესაძლებლობა სტუდენტებისთვის!

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, გამომცემლობა პალიტრა L, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University და სტუდენტური ბარათი • Student Card აცხადებენ ლიტერატურულ კონკურსს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის.

ახალგაზრდები, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ მწერლობაში, რამდენიმე დღის განმავლობაში, ლიტერატურის სამყაროში აღმოჩნდებიან და ბევრ საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას მიიღებენ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მისამართზე wbclit2021@gmail.com უნდა გამოგზავნონ სტუდენტის მოქმედი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა და მოკლე მოთხრობა.

განაცხადების მიღება დასრულდება 6 ოქტომბერს.

გამარჯვებული სტუდენტები ხუთი დღის განმავლობაში გაემგზავრებიან საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, სადაც მოისმენენ ლექციებს მხატვრულ წერასა და წიგნის გამოცემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე.

პროექტის მონაწილე სტუდენტების მიერ დაწერილ ახალ მოთხრობებს გამომცემლობა, „პალიტრა L“ ერთ კრებულად გამოსცემს, ხოლო 19 ნოემბერს გაიმართება გამარჯვებულთა დაჯილდოება.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3tWTDB4