მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, AMBEBI.GE განაგრძობს მეორე მსოფლიო ომში უგზო - უკვლოდ დაკარგული ქართველების შესახებ ცნობებს მოძიებას. გთავაზობთ იმ ქართველების გვარ-სახელებს, რომლებზეც დაკარგულთა ოჯახის წევრები და ახლობლები კომენტარებში გვთხოვდნენ ინფორმაციის მოძებნას. ქერჩის კომისიამ გადმოგვცა მათი გვარ-სახელები, რომლებიც აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდნენ.
ლავრენტი აპოლონის ძე ფურცხვანიძე, დაბადებული 1913 წელს, ქუთაისში. მეუღლე - ელენა მელიტონის ასული ფურცხვანიძე. მისი მედალიონი და შესაბამისად, ნეშტი ნაპოვნია სევასტოპოლში.
ალექსანდრე (საშიკო) პარმენის ძე ბაღდავაძე, დაბადებული 1912 წელს, მაიკოვისკის რაიონის სოფელ როხში. დასაფლავებულია სევასტოპოლში, ქალაქის სასაფლაოზე.
შაქრო ვლადიმირს ძე ჯიჯეიშვლი, დაბადებული 1922 წელს, ბათუმში, პლატფორის 13-ში. სერჟანტი, ბატალიონის მეთაური. მის ისტორიაში ვკითხულობთ, რომ გარდაიცვალა ომში ცეცხლსასროლი იარაღით მუცელში მიყენებული ჭრილობებისგან. დასაფლავებულია ხარკოვში, ზმიევსკის რაიონში, ზადონეცკის ხუტორში.
თეოფილე იაკინთეს ძე შეწირული, დაბადებული 1917 წელს, მახარაძის (ახლანდელ ოზურგეთის) რაიონის სოფელ გურიანთაში. წოდება - უფროსი სერჟანტი. დაიღუპა კალმიკში. ე.წ. შავი ნიადაგის ულუკში, სამხრეთ ელისტიდან 500 კმ-ში 1942 წელს, 22 დეკემბერს. თანამებრძოლებმა იქვე გაუჭრეს საფლავი.
პარმენ (ან პანტენი) დიმიტრის ძე მირცხულავა დაბადებული 1906 წელს, ფოთში, ლენინის ქუჩის 7-ში. მეუღლე შურა იოსების ასული. დაიღუპა 1943 წლის 6 ივნისს, ქალაქ ყირიმში. დასაფლავებულია ქალაქის სასაფლაოზე.
ანტონ პეტრეს ძე პირუნაშვილი, დაბადებული 1926 წელს, ადიგენის რაიონის სოფელ უდეში. დაიღუპა 1943 წლის 15 თებერვალს, კრასნოდარის მხარეში, სლავიანსკის რაიონში, წითელარმიელების ხუტორში. დასაფლავებულია ქალაქის სასაფლაოზე.
აქვე მითითებულია, სავარაუდოდ, მისი ძმის, 1919 წელს დაბადებული, რიგითი სიმონ პირუნაშვილის მონაცემები, რომელიც დაიღუპა 1944 წლის დეკემბერში, ასევე კრასნოდარის მხარეში.
სამსონ ილიას ძე კელენჯაშვილი, დაბადებული 1906 წელს, ზესტაფონის რაიონის სოფელ ტაბაკინში. დაიღუპა 1943 წლის 8 ოქტომბერს, ქერჩში.
აბიბო ერმალოს ძე, დაბადებული 1912 წელს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ საყვავისტყეში. ეფრეიტორი. დაიღუპა 1943 წლის 22 სექტემებერს. დასაფლავებულია ნოვოროსიისკში, სოფელ რაევსკაიაში.
ირაკლი მატვეის ძე ღვინიაშვილი, დაბდებული 1911 წელს თბილისში, ნაეპის ქუჩის 15-ში. მიღებულია აქვს მედალი მხედრული მამაცობისთვის.
სერგეი ზაქარის ძე ჩინჩილაშვილი, დაბადებული 1923 წელს, თბილისში, ჭავჭავაძის #75-ში, VII კორპუსი, ბინა - 36. წოდება - ბატალიონის მეთაური. საბჭოთა კავშირის შსს არქივის მონაცემებიდან ირკვევა, რომ 1974 წელს ეძებდა ძმა. დაიღუპა მიღებული ჭრილობებით, დასაფლავებულია ნოვოროსიისკში, სოფელ რაევსკაიაში.
ვარლამ არტემის ძე ქუთათელაძე, დაბადებული 1912 წელს, წყალტუბოს რაიონის სოფელ ჭუნეშში. დასაფლავებულია ნოვოროსიისკში, სოფელ რაევსკაიაში.