ავტორი:

ინდოეთში 15 წლის გოგონას ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით 28 პირი დააკავეს - გოგონაზე 9 თვის განმავლობაში ძალადობდნენ

ინდოეთში 15 წლის გოგონას ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით 28 პირი დააკავეს - გოგონაზე 9 თვის განმავლობაში ძალადობდნენ

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში სამართალდამცავებმა არასრულწლოვნის ჯგუფურ გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი 28 პირი დააკავეს.

BBC-ის ინფორმაციით, 15 წლის გოგონაზე 9 თვის განმავლობაში ძალადობდნენ და მსხვერპლს, გამჟღავნების შემთხვევაში, ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა გოგონა მეგობარმა ბიჭმა გააუპატიურა და ყოველივე ვიდეოზე გადაიღო. ამის შემდეგ კი, ბიჭი და მისი მეგობრები არასრულწლოვანს ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ თუკი მათთან სექსი არ ექნებოდა.

საბოლოოდ მსხვერპლმა გასულ ოთხშაბათს, პოლიციას მიმართა და მან დაასახელა 33 თავდამსხმელი. გოგონა ამბობს, რომ ის ყველა მათგანს იცნობდა.

ინდოეთში, 2012 წელს, ახალგაზრდა გოგონას ავტობუსში ჯგუფურად გაუპატიურების ფაქტს საზოგადოების აღშფოთება და საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ამის შემდეგ ინდოეთმა სექსუალური ხასიათის დანაშაულზე სასჯელი გაამკაცრა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ამ სახის დანაშაულთან ბრძოლა სერიოზულ პრობლემად რჩება.

ოფიციალური მონაცემებით, ინდოეთში 2020 წელს გაუპატიურების 28 046 ფაქტია აღწერილი.