ავტორი:

"200 ათასამდე ვაქცინას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, რომლის ათვისების გარანტია გვაქვს" - რას ამბობენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები "ფაიზერისა" და სხვა ვაქცინების მარაგებზე

"200 ათასამდე ვაქცინას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, რომლის ათვისების გარანტია გვაქვს" - რას ამბობენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები "ფაიზერისა" და სხვა ვაქცინების მარაგებზე

არც ერთი ვაქცინა არ არის გაფუჭებული. ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, ეს არის დაახლოებით 200 ათასი ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტი ჩვენ რეალურად გვაქვს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, FDA-მ „ფაიზერის“ ვაქციებს ვაქცინაციის ვადა 3 თვით გაუხანგრძლივა.

„არც ერთი ვაქცინა არ არის გაფუჭებული. ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, ეს არის დაახლოებით 200 ათასი ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტი ჩვენ რეალურად გვაქვს. ამასთან დაკავშირებით, ასევე მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია, სადაც FDA აღნიშნავს, რომ „ფაიზერის“ ვაქციებს კიდევ დამატებით გაუხანგრძლივდათ ვაქცინაციის ვადა 3 თვით, მათი ვარგისიანობა 6 თვიდან გაზრდილია 9 თვემდე. აქედან გამომდინარე, ეს რისკი არც არსებობდა. დღეის მდგომარეობით სრულად არის მოხსნილი“, - აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ვაქცინების მარაგი ქვეყანაში საკმარისია.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, ქვეყანა მუშაობს, რომ „ფაიზერის“ დამატებითი დოზები შემოვიდეს.

„ვაქცინების მარაგი ქვეყანაში საკმარისია. დღეს არის დაახლოებით 600 ათასამდე „ფაიზერი“, რომელიც 300 ათასი ადამიანის აცრისთვის საკმარისია. ასევე, ქვეყანა მუშაობს, რომ დამატებით კიდევ შემოიტანოს „ფაიზერი“. საკმარისი რაოდენობით არის „სინოფარმი“ „სინოვაკი“. ისინი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში. ყველაზე პოპულარობით სარგებლობს „ფაიზერი“ შემდეგ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. ყველა ამ ვაქცინის მარაგი არის. აქტიური ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს“, - აღნიშნავს გამყრელიძე.