ავტორი:

"მეხუთე ტალღას დიდი ალბათობით უნდა ველოდოთ ნოემბრის ბოლოს" - ამირან გამყრელიძე

"მეხუთე ტალღას დიდი ალბათობით უნდა ველოდოთ ნოემბრის ბოლოს" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მე-5 ტალღა ნოემბრის ბოლოდან იქნება.

მისივე თქმით, თუ მოსახლეობის უმეტესობა არ აიცრება, მე-5 ტალღა მძიმე იქნება.

„მე-5 ტალღა აუცილებლად იქნება მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც. თუ მაქსიმალურად ავიცრებით, მე-5 ტალღა შედარებით მსუბუქი გვექნება. თუ არ ავიცრებით, მე-5 ტალღა იქნება მძიმე.

მე-5 ტალღას დიდი ალბათობით უნდა ველოდოთ ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში“ , - განაცხადა გამყრალიძემ.