პარტია "საქართველოსთვის" ცაგერის მერობის კანდიდატის ბესარიონ ბენდელიანის ავტომობილი დაცხრილეს. ინფორმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელში მისი ბენდელიანის ოჯახის წევრები ავრცელებენ.
"ეს ჩემი ძმის ბესარიონ ბენდელიანის მანქანაა, მერობის კანდიდატის პარტია საქართველოდან ცაგერში, რომელიც ამ დილით სახლის წინ დაცხილეს Rima BeradzeIrma Zavradashvili Lali Chelidzeთქვენგან ველოდები პასუხს საჯაროდ...ესაა თქვენი და ჩვენი ბრძოლის დასასრული?ქართული ოცნება / Georgian Dream ?" - წერს ბესარიონ ბენდელიანის და "ფეისბუქზე".
"ლეჩხუმში , საკუთარ სახლთან ესროლეს ბიძაჩემის (მერობის კანდიდატის) მანქანას ჩემი საქართველო აქ არის !" - წერს ბესარიონ ბენდელიანის დისშვილი.
ფაქტს გამოეხმაურა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი. ის პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ ლიდერებს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და გენერალურ პროკურორს აკისრებს.
„პარტია „საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანიას პრაქტიკულად ვერ ატარებს. დღეს გამთენიისას, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მანქანა დაუცხრილეს ცაგერის მერობის კანდიდატს ბესო ბენდელიანს. პასუხისმგებლობა ამაზე მთლიანად ეკისრება „ოცნების“ ხელმძღვანელობას, კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ძალადობას ამართლებენ და ახალისებენ სიძულვილის ენას. ამაზე ასევე ბუნებრივია პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრს, გომელაურს, გენერალურ პროკურორს, შოთაძეს, რომლებიც არ რეაგირებენ სისტემურ დანაშაულზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ განცხადება ოფიციალურად შევიტანეთ.
ისინი დღემდე არ ახდენენ რეაგირებას აკაკი ბართაიას მიმართ იარაღის ჩადებაზე და პატიმრობის დროს განხორციელებულ მუქარაზე. უფრო მეტიც, ეს ადამიანები ბედავენ და ბართაიას დაცვის უფლებას უზღუდავენ. სამწუხაროდ, „ოცნების“ ასეთმა უმოქმედობამ მიგვიყვანა რამდენიმე დღის წინ დმანისამდე და ახლა უკვე ცაგერში მანქანის ჩაცხრილვამდე. არავინ იცის არჩევნების დღეს ეს ყველაფერი სადამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.