ავტორი:

"საკმაოდ სასიხარულო ამბავია "სინოვაკის" ვაქცინით აცრილებისთვის" - რას წერს გიორგი ფხაკაძე?

"საკმაოდ სასიხარულო ამბავია "სინოვაკის" ვაქცინით აცრილებისთვის" - რას წერს გიორგი ფხაკაძე?

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე "სინოვაკით" აცრილებისთვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

ინფორმაციის წყაროდ მას კვლევები მოჰყავს, რომლის თანახმად "სინოვაკით" აცრილი ადამიანებიდან მხოლოდ 0.011% დაჯირდათ რეანიმაცია.

"საკმაოდ სასიხარულო ამბავია "სინოვაკის" ვაქცინით აცრილებისთვის. პირველად ამ ბოლო დროს მივიღეთ ადეკვატური კვლევის შედეგები სინოვაკის ვაქცინასთან დაკავშირებით. კვლევა ჩატარდა მალაიზიაში. 7,200,000 ადამიანის მონაცემები იქნა შესწავლილი და დადგინდა, რომ მხოლოდ 0.011% დაჯირდათ რეანიმაცია (ეს არის საუკეთესო მაჩვენებელი ვაქცინის ეფექტურობის). ასევე კვლევა აჩვენა, რომ "ფაიზერი" უფრო ეფექტურია - მხოლოდ 0.002% დაჯირდათ რეანიმაცია (6.5 მილიონის მონაცემები).

დასკვნა: საქართველოში არსებული ყველა კოვიდ ვაქცინები არიან უსაფრთხო საქართველოში არსებული ყველა კოვიდ ვაქცინა გიცავთ რეანიმაციისგან (ყველაზე კარგად ფაიზერი, დანარჩენებიც არაუშავს,) საქართველოში არსებული ყველა კოვიდ ვაქცინა გიცავთ სიქვდილისგან (ფაიზერი 98.8% დანარჩენებიც არაუშავს) მსოფლიოში დღესდღეობით გამოყენებული 17-ვე ვაქცინა არ გიცავთ კოვიდისგან 100% - ვაქცინა არ არის უკვდაობის ელიქსირი.

აიცირეთ დროზე და გახსოვდეთ რომ სამედიცინო პირბადე არის აუცილებელი აცრილებისთვი და აუცრელებისთვის, დაიცავით დისტანცია და აერიდეთ ხალხმრავლობებს, დაიბანეთ ხელები ხშირად, გაანიავეთ შენობები ყოველი 10-15 წუთი, და იყავით პოზიტიურ განწყობაზე არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული" - წერს ფხაკაძე.