ავტორი:

გერმანიაში ანგელა მერკელის გამოსახულებით ოქროს საკოლექციო მონეტა გამოუშვეს

გერმანიაში ანგელა მერკელის გამოსახულებით ოქროს საკოლექციო მონეტა გამოუშვეს

გერმანიაში, საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყნის კანცლერის, ანგელა მერკელის გამოსახულებით, სუფთა ოქროსგან დამზადებული ძვირფასი ლიმიტირებული საკოლექციო მონეტა გამოუშვეს. სუვენირის ღირებულება 49.95 ევროს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია საკოლექციო სახლის ვებგვერდზეა განთავსებული.

მონეტა 999 სინჯის ოქროსგან არის დამზადებული, რომელიც 0.58 გრამს იწონის და მისი ზომა 12,5 მილიმეტრია. მასზე მითითებული 2005 წელი - თარიღი, როდესაც მერკელმა კანცლერის თანამდებობა დაიკავა. მონეტების ხუთი ათასი ეკზემპლარია გამოშვებული.