ზაგრების გრან პრის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ბრაზილიელ გილერმე შმიდტს სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
გრიგალაშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო, შემდეგ კი მოლდოველი ნიკონ ზაბოროსჩიუ, ფრანგი ბაპტისტ პიერი და ნიდერლანდელი ჯიმ ჰეიმანი დაამარცხა - სამივე იპონით.