ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1132 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი - ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1132 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი - ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 798 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 317 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 481 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 132 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 606 492-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.44%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.49% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.04%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 956 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 576 498.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 817 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 132 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 419 შემთხვევა, აჭარა - 73, იმერეთი - 172, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 47, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 156, კახეთი - 151, მცხეთა-მთიანეთი - 12, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 151 საიდანაც:

4 602 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 687, აჭარაში - 472, იმერეთში - 950.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 052 პირი, მათ შორის, თბილისში - 406, აჭარაში - 125, იმერეთში - 282. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში - 164, აჭარაში - 30, იმერეთში - 32.

840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 437 - თბილისში, 245 - აჭარაში.

15 709 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 25 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 171 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 478 ადამიანი.