ავტორი:

"ასეთი ლელა დაკარგა სრულიად აჭარამ..." - ექიმი ლელა შაშიკაშვილი გარდაიცვალა

"ასეთი ლელა დაკარგა სრულიად აჭარამ..." - ექიმი ლელა შაშიკაშვილი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, ექიმი ლელა შაშიკაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი კოლეგა, ექიმი სოფო ბერიძე ავრცელებს:

"ეს გოგო აღარ არის... არ მეგულება ჩვენს რეგიონში ადამიანი, ვისთვისაც ლელას დახმარება არ გაეწიოს. დაუზარელი, თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი, კეთილშობილი და სულგრძელი... მთელი პანდემიის მანძილზე, ლაბორატორიიდან არ გამოსულა... კოვიდის არა, მაგრამ პანდემიის დამანგრეველი ძალის მსხვერპლია თავადაც... პირდაპირი თუ არაპირდაპირი... ასეთი ლელა დაკარგა სრულიად აჭარამ..."