ავტორი:

კიმ ჩენ ინის დის დიპლომატია - კიმ იო ჯონგი სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა - "აღარ არის საჭირო სიტყვების ომში მონაწილეობა"

კიმ ჩენ ინის დის დიპლომატია - კიმ იო ჯონგი სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა - "აღარ არის საჭირო სიტყვების ომში მონაწილეობა"

ჩრდილოეთ კორეელი ლიდერის, კიმ ჩენ ინის და აცხადებს, რომ შესაძლოა კორეული სამიტი შედგეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის ურთიერთპატივისცემა და მიუკერძოებლობა გარანტირებული იქნება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა THE Guardian იუწყება.

კიმ იო ჯონგის განცხადებით სამიტი და დისკუსიები ომის დასასრულებლად კონსტრუქციული დიალოგის შედეგად შესაძლოა ახლო პერიოდში ჩაინიშნოს.

"აღარ არის საჭირო ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ერთმანეთის დადანაშაულებაში დროის კარგვა და სიტყვების ომში მონაწილეობა“, - აღნიშნა კიმ ჩენ ინის დამ.

კიმ იო ჯონგმა 24 სექტემბერს სეულს მოუწოდა, შეეწყვიტა ფხენიანის მიმართ მისი "მტრული პოლიტიკა“. იქამდე კი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა ჩრდილოეთთან საომარი მდგომარეობის ოფიციალური დასრულების გამოცხადება მოითხოვა.

ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის კომუნიკაცია აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის გამართული ჰანოის შეხვედრის შემდეგ, 2019 წელს გაწყდა.