ავტორი:

"მე რა შუაში ვარ?! მე ჩემს თავს ვერ დავიბარებ გამოკითხვაზე" - სუს-ის უფროსი ფარულ ჩანაწერებზე

"მე რა შუაში ვარ?! მე ჩემს თავს ვერ დავიბარებ გამოკითხვაზე" - სუს-ის უფროსი ფარულ ჩანაწერებზე

"მე რა შუაში ვარ?! - მე ჩემს თავს ვერ დავიბარებ", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რატომ არ იბარებენ მას ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე.

მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და იკითხებიან სუს-ის თანამშრომლები.

"თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ გადიან გამოკითხვას?! იკითხებიან. გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება თუ საჭიროდ ჩათვლის, გამოიკითხება ყველა, თუმცა არავინ დაიჩაგრება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ვინც თავიანთ საქმეს აკეთებს. გამოძიების შედეგად დადგინდება ის, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა. დადგინდება სიმართლე”,- განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე იმის შესახებ, რატომ უსმენენ სასულიერო პირებს, ლილუაშვილმა განაცხადა, “სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში, ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში, ასე რომ, ჯერ ყველაფერი წინ არის”,- განაცხადა ლილუაშვილმა.

"დაელოდეთ, ყურადღებით იყავით, გამოძიების შედეგები იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე”, - განაცხადა ლილუაშვილმა.