2020 წელს სიმსივნური დაავადებებით საქართველოში 8 089 ადამიანი გარდაიცვალა, - ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
უფრო დეტალურად, გასულ წელს ყველაზე მეტი ლეტალობის შემთხვევა შემდეგი სიმსივნური დაავადებების გამო დადგა:
სიმსივნური დაავადების დროულ დიაგნოსტიკას პაციენტისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საწყის სტადიაში აღმოჩენილი სიმსივნური გართულება მკურნალობას უფრო ადვილად ექვემდებარება და რიგ შემთხვევებში, მისგან სრულად გათავისუფლება არის შესაძლებელი.
ფაქტორებს, რომლებიც სიმსივნის წარმოქმნას განაპირობებს, კანცეროგენები ეწოდება. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: მექანიკური კანცენოგენები - ხშირი ტრავმატიზაცია და შემდგომ ქსოვილთა რეგენერაცია; ფიზიკური კანცეროგენები - მაიონიზებელი გამოსხივება, რომელიც იწვევს ლეიკოზებს, ძვლის ტვინისა და ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებს, ულტრაიისფერი გამოსხივება, რომელიც კანის კიბოსთან არის კავშირში; ქიმიური კანცეროგენები - ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებით სიმსივნეები შესაძლოა განვითარდეს არამხოლოდ ქიმიური ნივთიერებების მოქმედების ადგილას, არამედ მთელს ორგანიზმში; ბიოლოგიური კანცეროგენები - კანცეროგენული თვისებები ბაქტერიებსაც აქვთ, მათ მიერ გამოწვეული ლორწოვანი გარსების ქრონიკული ანთებითი პროცესები კი შესაძლოა, რთულად დასრულდეს.
ნორმალური, ჯანმრთელი უჯრედების სიმსივნურად ფორმირების პროცესი ხანგრძლივი და ერთმანეთისგან განსხვავებულია. მათი დიაგნოსტირება კი მორფოლოგიური მეთოდებით ხდება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, წელიწადში ორჯერ ან მინიმუმ ერთხელ მაინც ვეწვიოთ ექიმს და ჩავიტაროთ დიაგნოსტიკა, რათა ნებისმიერი გადაგვარებული უჯრედი სწრაფად აღმოვაჩინოთ და მკურნალობის ეფექტური კურსი ჩავიტაროთ.
საინტერესოა, რომ მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადებების (კუჭის სიმსივნური დაავადება) წინარე დაავადება კუჭის ადენომური პოლიპი შეიძლება გახდეს, სარძევე ჯირკვლის სიმსივნური დაავადების - სარძევე ჯირკვლის სადინართა დისჰორმონული ცვლილებები, კისტები, ადენოზი და სხვა, ამიტომ ნებისმიერი დისკომფორტის შემთხვევაში ექიმთან დროულად ვიზიტი და მკურნალობა, წინარე დაავადების სწორად მართვა შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
იმ შემთხვევაში კი, თუ სიმსივნური დაავადების არსებობა მაინც დადასტურდება, უკვე ჩვენს ქვეყანაშიც არსებობს ევროპაში დიდი ხსნის წინ დანერგილი კრიტიკული დაავადებების დაზღვევის შესაძლებლობა. კრიტიკული დაავადების დაზღვევა ნიშნავს, საჭიროების შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიას ცალკეული კვლევებისა და მანიპულაციების ანაზღაურება კი არ მოსთხოვო, არამედ მისგან მიიღო სოლიდური თანხა, რომელსაც თავად გადაანაწილებ. ამისათვის მხოლოდ და მხოლოდ დიაგნოზის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაა საჭირო.
სიმსივნური დაავადებების მკურნალობა საკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ განვითარებულ ქვეყნებში მისი დაზღვევა დიდი ხანია დაიწყეს. საქართველოში ერთი კომპანიის მაგალითი რომ მოვიყვანოთ „თიბისი დაზღვევა“ მაქსიმალურ სადაზღვევო თანხას 150 000 ლარის ოდენობით სრულად გასცემს პაციენტზე, რომელიც შემდეგ მას საჭიროებისამებრ მოიხმარს. ამასთან, მოთხოვნის შესაბამისად, პაციენტს ეხმარება საზღვარგარეთ კლინიკის შერჩევაში, ვიზიტის დაგეგმვასა და განთავსების ორგანიზებაში.
როგორც განგვიმარტეს, სრულწლოვანი პირის დაზღვევის შემთხვევაში, მისი 1-18 წლამდე შვილების დაზღვევა ანალოგიური პირობებით, უფასოდ ხდება.
ჩვენი ქვეყნის სადაზღვევო სერვისები ნელ-ნელა უახლოვდება ევროპულს, რაც დაზღვეულს საშუალებას აძლევს, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთ მართოს და მათ შორის, ისეთი კრიტიკული დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, როგორიც სიმსივნეა, ფულადი სახსრების მყისიერად მოძიების შესაძლებლობა ჰქონდეს.