ავტორი:

როდესაც 28 წლის შემდგომ, ომის ფოტოზე მოულოდნელად შენს თავს ამოიცნობ...

როდესაც 28 წლის შემდგომ, ომის ფოტოზე მოულოდნელად შენს თავს ამოიცნობ...
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

ცოტა ხნის წინ ჩემს სტუდენტებს, რომლებსაც გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში მერვე წელია, ექსტრემალურ ჟურნალისტიკას ვუკითხავ, "ზუმის" საშუალებით მორიგ ლექციაზე ვუჩვენებდი აფხაზეთის ომის ამსახველ ფოტოებს, რომლებიც ონლაინ რეჟიმში მოვძებნე ინტერნეტში. სტუდენტებს ვუხსნიდი ომის ჟურნალისტის მოქმედების სპეციფიკას საბრძოლო მოქმედებების დროს, როდესაც ჟურნალისტმა მასალაც უნდა მოიპოვოს და ამასთანავე - ცოცხალი დარჩეს...

ერთ მომენტში ენა დამება, ორიოდე წუთი უხმოდ დავშტერებოდი კომპიუტერის ეკრანზე გამოსულ მორიგ ფოტოს... სტუდენტები შეშფთდნენ, რა დაგემართათო... თვალზე ცრემლი მომდგომოდა, რადგან უცნობ ფოტოზე მოულოდნელად ჩემი თავი ამოვიცანი... 28 წლის წინ აფხაზეთის ომში, სოხუმის დაკარგვის შემდეგ, როდესაც კოდორის ხეობაზე გადმოვდიოდით...

მეხსიერებაში დაიწყო იმ მძიმე დღეების ამოტივტივება. რაღაცები დავიწყებას მისცემოდა, მაგრამ ინტერნეტში მოულოდნელად ნანახმა ფოტომ ბევრი რამ გამახსენა, შემდეგ ფოტოს ავტორის გვარით იმ დღის კიდევ რამდენიმე ფოტოც მოვძებნე და მთელი სურათი თვალწინ აღდგა...

სოხუმიდან გამოსვლისა და მაჭარკის ხიდის დარაჯობის შემდეგ სხვებთან ერთად კოდორის ხეობაში ასვლამ და უღელტეხილზე გადმოსვლა მომიწია. ფოტო: უზარმაზარი სათვალეებითა და ახალი "კამუფლიაჟით" ეტყობა 'სნაიპერის ოცნებას' წარმოვადგენდი.

უღელტეხილის 42 კმ რა ტანჯვით გადმოვიარეთ, სხვა საკითხია ის, როდესაც ახალგაზრდა კაცი ისე ხარ გასავათებული, შენ გვერდზე ძლივს მოსიარულე მოხუცსა და ბავშვს თითქმის ვერაფრით ეხმარები... ჭუბერში მე ეტყობა ყველაზე მეტად გამიმართლა, რადგან სამაშველო ორგანიზაცია "სანთელის" წამომადგენელი, ჩემი მეზობელი კოტე ციხისელი აღმოჩნდა და იმ ღამეს, როდესაც სხვა, უღელტეხილდაძლეულებს მიწაზე უწევდათ ღამის გათენება, მე სახლში შემიპატიჟეს, დამაპურეს და თეთრზეწრიან ლოგინზე დამაძინეს მაშინ, როდესაც სოხუმში ჩაფრენის დღიდან, 19 სექტემბრიდან, ძირითადად, იატაკებზე თუ მეძინა... გააგრძელეთ კითხვა