ავტორი:

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლდანში ჩემს წინააღმდეგ მორაგბეების მობილიზებას აკეთებენ" - ელენე ხოშტარია

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლდანში ჩემს წინააღმდეგ მორაგბეების მობილიზებას აკეთებენ" - ელენე ხოშტარია

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლდანში მორაგბეების მობილიზებას აკეთებენ ჩემს წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ელენე ხოშტარიას თქმით, 2 ოქტომბერი საქართველოს მომავლის განმსაზღვრელი დღეა.

"2 ოქტომბერი არის განმსაზღვრელი დღე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან დიდი ხნით იმიტომ, რომ ჩვენ ან გადავიჩეხებით, ან გექნება პერსპექტივა, ან დავბრუნდებით რუსეთის გავლენის ქვეშ, ან გვექნება ევროპული პერსპექტივა, ან გვექნება განვითარება, ან ვიქნებით ჭაობში. გლდანი არის ძალიან მნიშვნელოვანი უბანი, რომელმაც ჯერ კიდევ 2020 წლის არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა. ისინი არ შეეგუენ დაშინების და სხვადასხვა გაყალბების მეთოდებს, მათ აჩვენეს, რომ ერთიანობის, სიმტკიცის პირობებში აბსოლუტურად შესაძლებელია დაამარცხო სისტემა.

"ქართული ოცნებისგან" არაფერი სხვა არ არის მოსალოდნელი გარდა დაშინებისა, მანიპულაციებისა, ძალადობისა, სიძულვილის ენისა. ეს პირველ რიგში არის შეურაცხყოფა ამომრჩევლის, რომელსაც ნორმალურ ქვეყანაში უნდა ქონდეს საშუალება, რომ თავისუფალ გარემოში გააკეთოს არჩევანი.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლდანში მობილიზებას აკეთებენ რაგბისტების ჩემს წინააღმდეგ. ბავშვების მშობლებსაც კი არ ერიდებიან, რომ წინასაარჩევნოდ გამოიყენონ. ეს ყველაფერი მეტყველებს პირველ რიგში " ქართული ოცნების" სისუსტეზე. რაც მთავარია ეს მათ ნამდვილად არ ეყოფათ. უბრალოდ ჭყლეტენ ადამიანებს ამ წინასაარჩენო პერიოდში", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.