ავტორი:

"დავით სოკოლოვის სახით თბილისმა ღირსეული შვილი დაკარგა" - როგორ ეხმაურება კახა კალაძე ჟურნალისტის გარდაცვალებას

"დავით სოკოლოვის სახით თბილისმა ღირსეული შვილი დაკარგა" - როგორ ეხმაურება კახა კალაძე ჟურნალისტის გარდაცვალებას

კახა კალაძე ცნობილი ქართველი ჟურნალისტის და ტელეწამყვანის დავით სოკოლოვის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მინდა, სამძიმარი გამოვთქვა ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, წამყვანის, დავით სოკოლოვის გარდაცვალების გამო. მქონდა პატივი ბატონ დავითთან ურთიერთობის. ის იყო ნამდვილი თბილისელი, ღირსეული ადამიანი, რომელსაც უყვარდა ეს ქალაქი და იყო მისი დიდი გულშემატკივარი. დავით სოკოლოვის სახით, თბილისმა დაკარგა ღირსეული შვილი. სამძიმარს ვუცხადებ ბატონი დავითის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ლეგენდარული დიქტორი დავით სოკოლოვი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. სოკოლოვი წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.