ავტორი:

"ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ მოვიჭრათ და სირცხვილი არ ვჭამოთ" - თაკო ჩარკვიანი

"ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ მოვიჭრათ და სირცხვილი არ ვჭამოთ" - თაკო ჩარკვიანი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქგვერდზე" ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვა, რისთვისაც ბილეთი უკვე შეიძინა.

"საქართველოს ბედი წყდება, საქართველოს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი წყდება და, რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნების გამოხატურლება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილობა საქართველოს გადარჩენაში", - განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის უკვე მერამდენე დაპირების საქართველოში დიდად არ სჯერათ, თუმცა სააკაშვილი რომ ჩამოვა, ამაში სრულიად დარწმუნებულია დეპუტატი თაკო ჩარკვიანი, რომელმაც ამ ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად "საერთო სახალხო მოძრაობაც“ კი დააფუძნა.

ამჯერად ჩარკვიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მიმართვას ავრცელებს:

"მივმართავ ყველას - ქართველებს, არაქართველებს, ყველა მოქალაქეს!

ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ მოვიჭრათ და სირცხვილი არ ვჭამოთ, ღირსეულად უნდა დავხვდეთ. რუსეთზე მომუშავე კლანურ მაფიურ მართლმსაჯულებას არ უნდა გავასამართლებინოთ. ჩვენი პრეზიდენტი ჩვენია, ოკუპანტს ნუ მივუგდებთ საჯიჯგნად, ამ ლაქას ვერ მოიცილებს ქვეყანა!

მოვითხოვოთ, ამუშავდეს ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი, მიეცეს მას სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება! პრეზიდენტი სააკაშვილი ბრუნდება და მშვიდობიან გზას ვუსურვებ!

კიევი-თბილისი ისტორიული რეისია! ბევრჯერ შეგვეშალა და ამ ერთხელ აღარ შეგვეშალოს, ძვირფასებო! საქართველოს სჭირდება მაშტაბური ფიგურა ამ გაჭირვების ჟამს, სახელმწიფოს ვკარგავთ!" - წერს თაკო ჩარკვიანი