ამერიკელი მომღერალი R Kelly დამნაშავედ ცნეს სუპერვარსკვლავის სტატუსის გამოყენებით ქალებსა და ბავშვებზე სექსუალური ძალადობის, ასევე ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში. გამოძიების ცნობით, აღნიშნულ საქმიანობას ის ორი ათწლეულის განმავლობაში ეწეოდა.
11-მა ბრალმდებელმა სასამართლოზე მუსიკოსის მხრიდან სექსუალური დამცირებისა და ძალადობის ფაქტები აღწერა. ორდღიანი განხილვის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა კელი დამნაშავედ ცნეს ყველა ბრალდებაში, რომელიც წაყენებული ჰქონდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ რობერტ სილვესტერ კელის შემუშავებული ჰქონდა სქემა, რომლის გამოყენებითაც აიძულებდა სექსუალურ კავშირს და ძალადობდა.
დადგინდა, რომ მუსიკოსი ჩართული იყო ქალების ტრეფიკინგისა და ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში ამერიკის სხვადასხვა შტატში.
სასამართლო პროცესზე პროკურორებმა დეტალურად აღწერეს, თუ როგორ მუშაობდნენ მუსიკოსის მენეჯერები, დაცვის თანამშრომლები და გარემოცვის სხვა წევრები და როგორ უწევდნენ დახმარებას ორგანიზებულ დანაშაულში. ერთ-ერთი მსხვერპლი ქალის თქმით, კელიმ ის გამოკეტა, ნარკოტიკები მიაღებინა და გააუპატიურა, შემდეგ კი ემუქრებოდა, რომ ამის შესახებ არავისთვის ეთქვა.
54 წლის კელის ათწლეულობით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, სასჯელი მომდევნო სხდომაზე დაზუსტდება.
R Kelly პოპულარული R&B-ის შემსრულებელია, რომელსაც სხვადასხვა დროს არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორი Grammy-ს გამარჯვებულიცაა. მისი ერთ-ერთი ჰიტია I Believe I Can Fly,