მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, მასზეა დამოკიდებული, თუ ჩამოვა ძალიან ბედნიერები ვიქნებით, მას მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც აქვს ჩადენილი, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილის ჩამოსვლით პოლიტიკური დღის წესრიგი არ შეიცვლება და ქვეყანა გააგრძელებს ცხოვრებას ჩვეულ რითმში გააგრძელებს.
„ცხადია, ხალხიც დახვდება, მიესალმება მის ჩამოსვლას და შესაბამისი სამსახურებიც დახვდება. საერთოდ არ არის საინტერესო მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არ ჩამოვა. თუ ეს ასე იქნება, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ შეიცვლება, ქვეყანა გააგრძელებს ცხოვრებას და დაგეგმილია უამრავი პროექტი. თბილისში იქნება აღმშენებლობა, განვითარება, სამუშაო ადგილები, ეს აინტერესებს ხალხს. მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, მასზეა დამოკიდებული, თუ ჩამოვა ძალიან ბედნიერები ვიქნებით, მას მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც აქვს ჩადენილი”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში 2 ოქტომბრის საღამოს ჩამოვა. მან სოციალურ ქსელში ნაყიდი ბილეთიც გამოაქვეყნა.