„ახალი ცხოვრება იწყება!.. სახლიდან დილით გამოსვლა გართულდა“ - ალექსანდრე ჯეჯელავა ტყუპი ქალ-ვაჟის მამა გახდა

„ახალი ცხოვრება იწყება!.. სახლიდან დილით გამოსვლა გართულდა“ - ალექსანდრე ჯეჯელავა ტყუპი ქალ-ვაჟის მამა გახდა

"დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება! დილა მშვიდობისა, კეთილო ხალხო!“ - ასე ესალმება ყოველდღე სოციალურ ქსელში მეგობრებს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

ექსმინისტრის ცხოვრებაში ახლა ნამდვილად საინტერესო ეტაპია, რადგან 48 წლის ასაკში ტყუპი ქალ-ვაჟის მამა გახდა. ანასტასია და ნიკოლოზი 29 აგვისტოს დაიბადნენ.

"ა, ბატონო, 2021 წლის ჩვენი მთავარი ამბავი! მე და მაიკოს ტყუპები შეგვეძინა - ანასტასია და ნიკოლოზი! მადლობა ღმერთს, ყველაფერი მშვიდობით დაგვირგვინდა! გოჭების სურათებიც მალე იქნება“ - წერდა გახარებული ჯეჯელავა.

მოგვიანებით კი სამშობიაროდან პატარების სახლში გამოწერის შემდეგ სოციალურ ქსელში ალექსანდრე ჯეჯელავამ აღიარა, რომ მისი ცხოვრება შეიცვალა:

"ანასტასია და ნიკოლოზი სახლში მობრძანდნენ! მადლობა ღმერთს! ახალი ცხოვრება იწყება! სახლიდან დილით გამოსვლა გართულდა, ამათთან განშორებას სერიოზული დასაბუთება სჭირდება...“

განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა მეორედ 2018 წელს მაია მუშკუდიანზე იქორწინა. სამინისტოდან წასვლის შემდეგ ჯეჯელავა მეუღლესთან ერთად პირადი და პროფესიული განვითარებისთვის, განათლების პოპულარიზაციისთვის ტრენინგებისა და ლექციების ორგანიზებით არის დაკავებული.

ალექსანდრე ჯეჯელავას პირველი ქორწინებიდან 19 წლის ქალიშვილი ელენე ჯეჯელავა ჰყავს.