ავტორი:

"არ უყვართ ჩემს შვილებს, რომ გამოვფენ ხოლმე, მაგრამ დღევანდელ დღეში მეც მიმიძღვის წვლილი" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე იუბილარ ქალიშვილზე

"არ უყვართ ჩემს შვილებს, რომ გამოვფენ ხოლმე, მაგრამ დღევანდელ დღეში მეც მიმიძღვის წვლილი" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე იუბილარ ქალიშვილზე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს. 25 წლის ეკა ალასანია წლებია ამერიკაში ცხოვრობს და სწავლობს. როგორც დედა ამბობს, გოგონას ფსიქოთერაპევტობა სურს.

"ადამიანთა მოდგმის ადვოკატირებისთვის მოცარტები და სერვანტესები არ მჭირდებიან, ისიც მყოფნის, ეკას რომ ვიცნობ. კარგა ხანია, სხვა ძალაუფლება მასზე არ გამაჩნია, უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობ, ხო, იმიტომ რომ, რომ გავაჩინე, მას მერე 25-ე დაბადებისდღე აქვს და ამ დროში ისე მკვეთრად გამასწრო აზროვნების სიღრმითაც და სიმაღლითაც და სიგანითაც გამისწრებს მალე (წაკითხულ წიგნებს ვზომავ სიგანეში, რაც დროის საკითხია მხოლოდ), რომ ისღა დამრჩენია, ავე ეკამეთქი შევძახო.

არ უყვართ ჩემ შვილებს, რომ გამოვფენ ხოლმე, მაგრამ დღევანდელ დღეში ხომ მეც მიმიძღვის პატარა წვლილი და მეც მეკუთვნის ცოტათი. ისეთ ცხოვრებას ვუსურვებ, როგორსაც იმსახურებს თავისი უკიდეგანო კეთილშობილებით. გულში კი ბანალურად, მინდა, ბედნიერი იყოს.პ.ს. რას სწავლობს და, ფსიქოთერაპევტი უნდა გახდეს. დედა უნდა მოარჩინოს" - წერს ნათია ფანჯიკიძე.