ავტორი:

2 გარდაცვლილი და 2 დაშავებული - ბათუმში ერთმანეთს ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა

2 გარდაცვლილი და 2 დაშავებული - ბათუმში ერთმანეთს ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, მათ მრავლობით დაზიანებებთან ერთად ტრავმული შოკი აღენიშნებათ.

შემთხვევა ბათუმში, ე.წ. ბარცხანის ხიდთან გვიან ღამით მოხდა.