დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას 18 წლის ახალგაზრდა ჯინო თეთრაძე ემსხვერპლა. როგრც AMBEBI.GE-ს ადგილობრივები უყვებიან, ახალგაზრდების ჯგუფი ტყეში პიკნიკზე იმყოფებოდნენ. ჯინოს კლდის პირზე ფეხი ჩაუცდა და სიმაღლიდან გადავარდა.
"არაჩვეულებრივი ბიჭი იყო, მხიარული, ცეკვავდა და კარგად მღეროდა. მშობლები წარმოშობით დმანისელები ყავდა, ისე თბილისში ცხოვრობდნენ. პანდემიის პერიოდში ხშირად ჩამოდიოდა დმანისში, აქ ბევრი მეგობარი ჰყავდა.
გუშინაც სამეგობროსთან ერთად, სოფელ ვარდისუბნიდან დმანისის სიონისკენ წასულან საქეიფოდ, ულმაზესი ადგილებია იქვე ხელისგულივითაა გადაშლილი კანიონი. მოულხენიათ, ამბობენ ცოტა ალკოჰოლიც დაულევიათ და ასეთი უბედურება მოხდა", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ავტორი: მარი ვარდოშვილი