ავტორი:

"კარგი იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდეს, ადამიანები გაიცნობენ, ეთერებში ივლის" - იაგო ხვიჩია

"კარგი იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდეს, ადამიანები გაიცნობენ, ეთერებში ივლის" - იაგო ხვიჩია

"ჩამომსვლელი დილით ჩამოვიდოდა, რადგან სააკაშვილი საღამოს ჩამოდის, ე.ი. სიტუაციას დააკვირდება და თუ ქართველი ხალხი აწყობს რევოლუციას, მერე შეიძლება მოვიდეს და სათავეში ჩაუდგეს, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩიას თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით სკეპტიკურად არის განწყობილი და ამაზე მას სააკაშვილის პარტიის წევრებიც კი არ ენიძლავებიან.

"ჩამოდის თუ არა, ეს ღმერთმა იცის, მაგრამ ჩემი აზრით, ჩამომსვლელი ადამიანი საღამოს რვასაათიან ფრენაზე კი არ აიღებდა ბილეთს, დილის 11- ზე ჩამოვიდოდა, რომ საარჩევნო დღის განმავლობაში აქ ყოფილიყო და ხალხისთვის მიეცა მოტივაცია. რადგან საღამოს ჩამოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ დააკვირდება სიტუაციას და თუ ქართველი ხალხი აწყობს რევოლუციას, მერე შეიძლება მოვიდეს და სათავეში ჩაუდგეს, თორემ, მანამდე მე სკეპტიკურად ვუყურებ ამ ამბავს, თან მისი პარტიის წევრები არც მენიძლავებიან და ეს მიღრმავებს ამ ეჭვებს.

მე მგონია, რომ მისი ჩამოსვლით გაპრანჭვა, მისი დაჭერით გაპრაჭვა, არის თამაშის ნაწილი, რითაც "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" თავიანთი ხმების მობილიზებას ახდენენ, ერთმანეთისთვისაც არ ენანებათ ხმები, როგორც ჭეშმარიტად შეთანხმებულ მხარეებს, მაგრამ მთავარია ის, რომ ეს თამაში არის იმისთვის, რომ პატარა პარტიების ხმები დაინაწილონ დიდმა პარტიებმა, პატარა პარტიების ხმების და შუის გაკრეფას ცდილობენ.

ჩემი აზრით, კარგი იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდეს, ადამიანები გაიცნობენ, ეთერებში ივლის, ჩვეულებრივი მოკვდავი იქნება და იმ მანტიისგან განიმოსება, რომელიც როგორც დევნილ პრეზიდენტს აქვს შემოსხმული, ჩვეულებრივი პოლიტიკოსი იქნება. რაც შეეხება მის დაკავებას - "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის "პიარით" არის დაკავებული, ხან იმის თქმის საშუალებას აძლევს, რომ კიევში ვარ, თორემ ამას ვიზამდი, თუ დაიჭერს, რაც არ მგონია, კიდევ ახალი მანტია ექნება, რომ ციხეში ზის წამებული პრეზიდენტი,"- განაცხადა ხვიჩიამ.