ავტორი:

"ვუგზავნი "2“-ის ქანდაკებას, ვერცხლის მედალთან ერთად“ - რა საჩუქრებს ჰპირდება ილონ მასკი ჯეფ ბეზოსს, რომელსაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პოზიცია "დააკარგვინა"

"ვუგზავნი "2“-ის ქანდაკებას, ვერცხლის მედალთან ერთად“ - რა საჩუქრებს ჰპირდება ილონ მასკი ჯეფ ბეზოსს, რომელსაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პოზიცია "დააკარგვინა"

გასულ ორშაბათს ცნობილი გახდა, Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა, კიდევ ერთხელ, უკვე მეორედ დაიკავა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის პირველი ადგილი და "ამაზონის“ დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს გადაასწრო. ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის ქონება 200 მილიარდ დოლარს აჭარბებს. "ფორბსმა" მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანს კომენტარისთვის მიმართა, რაზეც მასკის პასუხი ძალიან მოკლე, თუმცა მრავლისმთქმელია და მასში ჯეფ ბეზოსისადმი დამცინავი ტონი, ასევე ერთგვარი გამოწვევა იკითხება.

"ვუგზავნი ციფრი "2“-ის გიგანტურ ქანდაკებას ჯეფრი ბის, ვერცხლის მედალთან ერთად“ - წერს ილონ მასკი "ფორბსს."

აღსანიშნავია, რომ მასკი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი 2021 წლის იანვარში გახდა, თუმცა ბეზოსმა მას მალევე გაუსწრო, ახლა პირველი პოზიცია კვლავ SpaceX-ის დამაარსებელმა დაიკავა.

ცნობისთვის, ჯეფ ბეზოსის ქონება ამ დროისთვის 198.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.