ავტორი:

"თქვენზე დიდი რადიკალები, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობენ" - კახა კალაძე ჟურნალისტს

"თქვენზე დიდი რადიკალები, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობენ" - კახა კალაძე ჟურნალისტს

"თქვენზე დიდი რადიკალები, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობენ", - ასე მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ "მთავარი არხის" ჟურნალისტს.

კითხვები ეხებოდა წინასაარჩევნო კამპანიას და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას "კოკაინშიკად" მოხსენიებას.

"კახა კალაძეს და ქართულ ოცნებას არავისთვის არაფერი მოუწყვია... სიტყვები შეარჩიეთ, სიტყვები შეარჩიეთ კიდევ ერთხელ გეუბნებით. თქვენზე დიდი რადიკალები, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობენ. თქვენ ხართ სიძულვილის, ბოროტების თავი და თავი. თუ რაიმე ცუდი შეიძლება, გაიფიქროს ადამიანმა, აი, თქვენ ხართ ამის სახე", - აღნიშნა კალაძემ.