ავტორი:

"ვისაც მე არ მოვწონვარ, ხმა მისცეს ნიკას, ვისაც არ მოსწონს ნიკა - ხმა მისცეს ზურას, "ლელოს", "ევროპულ საქართველოს" - ელენე ხოშრატარია

"ვისაც მე არ მოვწონვარ, ხმა მისცეს ნიკას, ვისაც არ მოსწონს ნიკა - ხმა მისცეს ზურას, "ლელოს", "ევროპულ საქართველოს" - ელენე ხოშრატარია

ვისაც არ მოვწონვარ მე, ხმა მისცეს ნიკას. ვისაც არ მოსწონს ნიკა - ხმა მისცეს ზურას, „ლელოს“, „ევროპულ საქართველოს“. იმდენად მრავალფეროვანი არჩევანია, რომ „ქართული ოცნება“ ისტერიკაში ჩავარდა, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გაერთიანებული ოპოზიციის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პიარ ტექნოლოგის, მოშე კლუგჰაფტის ინსტრუქციებში წერია, რომ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ უნდა დარჩეს, შუაში მყოფი სხვა პარტიები კი უნდა „წაიშალოს“.

„საზოგადოებაში როგორი რეალობაა? არის უამრავი ადამიანი, ვისაც მიხეილ სააკაშვილი უნდა და ეს მათი უფლებაა. ყველა შეეგუოს, რომ პოლიტიკურ პარტიებს განსაზღვრავს ხალხი. ასევე არსებობს ხალხი, ვისაც „ქართული ოცნება“ უნდა. როცა ჩვენ მთავრობაში მოვალთ, აბა ვინმეს მოუტრიალდეს ენა და შეურაცხყოფა მიაყენოს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს. წინასწარ ვამბობ, ამის უფლებას არავის მივცემ. ხალხის ამომრჩევლებად დაყოფა არის კატასტროფა, დახლეჩა.

რისთვის არის არჩევნები? ვინ ვის უყვარს, ამისთვის არ არის. არჩევნებზე ბიულეტენში უამრავი პარტია წერია და ეს მრავალფეროვანი არჩევანი უკვე შემდგარია. როგორც არ უნდა ეცადოს „ქართული ოცნება“, 2 ოქტომბერი არის კოალიციური შეთავაზების არჩევნები. ეს არის საქართველოს მომავალი და ამას „ქართული ოცნება“ ვერ წაშლის. მათთან მორალის კითხვას აზრი არ აქვს. „ამას იმას დავაპირისპირებ, იმას ამას დავაპირისპირებ“ - ეს უნდა დავამთავროთ. დავაპირისპირებ კიარა, გავაერთიანებ, აი ამით მოვდივართ ჩვენ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.