ევრონიუსის მილიონობით მაყურებელი საქართველოს ეკოტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობა. სიუჟეტში, რომელიც ჟურნალისტმა აჭარაში მოგზაურობისას მოამზადა, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეროვნული პარკებია წარმოჩენილი. "საქართველოში ეკოტურიზმი ეკონომიკისა და გარემოს მდგრად განვითარებას უწყობს ხელს" - ამბობს ჟურნალისტი, რომელიც მაყურებელს კინტრიშის, კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
სიუჟეტში ბათუმის და ზოგადად, აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველ ადგილზე საუბრობენ. სიუჟეტი ევრონიუსის ეთერში 9 ენაზე, მსოფლიოს 160 ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში იტრიალებს. პარალელურად ევრონიუსზე აჭარის საიმიჯო რგოლები და ეროვნული პარკების ამსახველი ფოტო სლაიდშოუ გადაიცემა. რეგიონის სარეკლამო კამპანია ევრონიუსზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/0TlNNxN2VCQ" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
NS