ავტორი:

ნიკოტინის დემონიზაცია: რა ვნებს მწეველთა ჯანმრთელობას?

ნიკოტინის დემონიზაცია: რა ვნებს მწეველთა ჯანმრთელობას?

დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია და თამბაქოს მომხმარებელთა დიდი ნაწილი კვლავ ვერ ან არ ანებებს თავს მოწევას.

უდავოა, რომ ზრდასრულ მწეველთათვის საუკეთესო არჩევანს თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარებისთვის თავის დანებება წარმოადგენს. თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტებს შორის ჯერ კიდევ არ არსებობს ერთგვაროვანი აზრი იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა არის უმჯობესი: თამბაქოს მოხმარების ნელ-ნელა შემცირება თუ მისი ერთბაშად შეწყვეტა.

როგორც ცნობილია, ნიკოტინის მოხმარების ერთბაშად შეწყვეტა იწვევს რეციდივებს, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს მომხმარებლის მხრიდან თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებების პროცესს.

აღსანიშნავია, მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს არა ნიკოტინი, არამედ თამბაქოს კვამლში არსებული 6000-მდე ნივთიერება, რომელთაგან 70 კანცეროგენულ ნივთიერებად სახელდება.

საინტერესოა, რომ ნიკოტინი სხვადასხვა მცენარეში გვხვდება: პომიდორში, კარტოფილში, ბადრიჯანში და სხვა. თუმცა, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის თამბაქოს ფოთოლში. სწორედ ამიტომ, თამბაქოს მოხმარება ნიკოტინის მიღების ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს.

კვლევები აჩვენებს, რომ ნიკოტინი ზრდის შრომისუნარიანობას, ამსუბუქებს სტრესის დონეს და ხელს უწყობს დოფამინის გამოყოფას.

გამომდინარე იქიდან, რომ ნიკოტინი არ წარმოადგენს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ ძირითად მიზეზს და ეს მეცნიერულად არის დადასტურებული, მკვლევარებმა დაიწყეს ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი მწეველის ორგანიზმზე მიყენებული ზიანის შემცირება.

ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა თამბაქოს უკვამლო პროდუქტები და ელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ნიკოტინის სასურველი რაოდენობა კვამლისა და ფერფლის გარეშე. ასეთი პროდუქტების რიცხვს მიეკუთვნება: ნიკოტინის პლასტერები, საღეჭი რეზინები, ელექტრონული სიგარეტები და გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობები.

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები, ტრადიციული სიგარეტის მოხმარებასთან შედარებით, დაახლოებით 95%-ით ამცირებს ორგანიზმის დაქვემდებარებას მავნე ნივთიერებებისადმი. შესაბამისად, თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობები თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის მნიშვნელოვან კომპონენტად იქცა და მის შესაძლო სარგებელს სხვადასხვა განვითარებული ქვეყნის მაგალითიც მოწმობს:

დიდ ბრიტანეთში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები 6 წლის წინ გამოჩნდა, დღეს კი ქვეყანაში ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა რეკორდულ მინიმუმამდე - 14.4%-მდე შემცირდა. იაპონიის ბაზარზე თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობის გამოჩენის შედეგად კი 2020 წლის თებერვლისთვის, ქვეყანაში მოწყობილობის მომხმარებელთა რაოდენობა 14 მილიონს გაუტოლდა.

თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის შესაძლო უპირატესობას აღიარებენ ისეთი ქვეყნებიც, როგორებიც არის ახალი ზელანდია და საბერძნეთი, ასევე, გავლენიანი ჯანდაცვის ორგანიზაციები: Public Health England-ი და აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია.

როგორი მიდგომები მოქმედებს საქართველოში?

დღეს საქართველოში მწეველთა რაოდენობა დაახლოებით 800 000-ს უტოლდება. თამბაქოს მოხმარების შედეგად კი ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება. თუმცა, ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ინსტიტუტები არ ითვალისწინებენ თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის შესაძლო სარგებელს და უპირატესობას ანიჭებენ თამბაქოს ნაწარმზე მკაცრი რეგულაციებისა და საგადასახადო ვალდებულებების დაკისრებას.

თამბაქოს ეპიდემია უარყოფით ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ მწეველთა ჯანმრთელობაზე, არამედ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე. თუმცა, მთავრობებს აქვთ შესაძლებლობა, სწორი საკანონმდებლო ინიციატივების მეშვეობით, შეამცირონ თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული ზიანი.

R