ავტორი:

ვინ არის კაცი, რომელიც პოლიციელებთან ერთად ტყეში საკუთარ თავს ეძებდა? - თურქეთში მომხდარი უჩვეულო შემთხვევის დეტალები

ვინ არის კაცი, რომელიც პოლიციელებთან ერთად ტყეში საკუთარ თავს ეძებდა? - თურქეთში მომხდარი უჩვეულო შემთხვევის დეტალები

მსოფლიო მედია თურქეთში მომხდარმა უჩვეულო ამბავმა მოიცვა - გაუჩინარებულ მამაკაცს სამართალდამცველები მოხალისეებთან ერთად ტყეში ეძებდნენ და როგორც აღმოჩნდა, "დაკარგული" კაცი საკუთარი თავის ძებნის სამუშაოში თავად იყო ჩართული.

50 წლის ბეიჰან მუთლუ ბურსაში ცხოვრობს და ის სამშაბათიდან დაკარგულად ითვლებოდა. ოჯახის წევრებმა პოლიციელებს შეატყობინეს, რომ ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, როდესაც სახლიდან გავიდა და ტყეში წავიდა.

საძიებო სამუშაოებში მოხალისეებიც ჩაერთნენ. აღმოჩნდა, რომ ამ მოხალისეებს მუთლუ თავადაც შეუერთდა და პოლიციელებს ძებნაში ეხმარებოდა.

როდესაც მისი სახელის ყვირილი დაიწყეს, ეძახდნენ, რათა ტყეში დაკარგულისთვის ხმა მიეწვდინათ, მუთლუ დაიბნა და იკითხა, თუ ვის ეძებდნენ.

ბოლოს კი გაკვირვებულმა შეკრებილ ადამიანებს მიმართა - "მაგრამ მე აქ ვარ."

პოლიციელებმა და სამძებრო ჯგუფმა ის სახლამდე მიაცილეს.