ავტორი:

ყოველი წლის სექტემბერში მსოფლიო დასუფთავების დღე (World Clean UpDay)  აღინიშნება

ყოველი წლის სექტემბერში მსოფლიო დასუფთავების დღე (World Clean UpDay)  აღინიშნება

ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოხალისეები ერთიანდებიან და წინასწარ შერჩეულ დაბინძურებულ ადგილებს ასუფთავებენ.

აღნიშნული ინიციატივა 2008 წელს გაჩნდა ესტონეთში. მას შემდეგ აღნიშნული იდეა სხვა ქვეყნებმაც აიტაცეს. დღეისთვის გლობალურ აქციაში 157 ქვეყანა და 18 მლნ–მდე ადამიანი მონაწილეობს. 2018 წელს მსოფლიო დასუფთავების დღე UNESCO-მ დააჯილდოვა კატეგორიაში: მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

წელს მსოფლიო დასუფთავების დღე 18 სექტემბერს აღინიშნა და მასში ტრადიციულად იაქტიურა კომპანია „კერხერმა“, რომელიც დასუფთავების ღონისძიებებში 3 წელია მონაწილეობს.

„უკვე მესამე წელია, რაც ჩვენი გუნდი ამ ღონისძიებაში აქტიურად არის ჩართული. წელსაც, 18 სექტემბერს, მსოფლიო დასუფთავების დღეს, კომპანია „კერხერის“ გუნდმა მოხალისეებთან ერთად, დასასუფთავებლად შეარჩია მცხეთის გზატკეცილზე, ლერმონტოვის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია, ხოლო ბათუმში - სანაპირო ზოლი. ორივე ლოკაციაზე დღის ბოლოს 550 კილომდე ნარჩენი შეგროვდა. გვჯერა, რომ მსგავსი პატარა აქტივობებით დიდ შედეგს მივიღებთ და ერთად შევქმნით ჯანსაღ გარემოს“, - ამბობს კომპანია „კერხერის“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბათირაშვილი.

გერმანულ ბრენდ „კერხერს“ (Kärcher ) თითქმის 100 წლის არსებობის ისტორია აქვს და მსოფლიო ლიდერია დასუფთავების ტექნიკის წარმოებაში. .კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა 2016 წლიდან შემოვიდა საქართველოში და აქვთ როგორც პროფესიონალურ, ასევე საყოფაცხოვრებო აპარატებს. „კერხერ - საქართველო“ პერიოდულად ახორციელებს მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებს და დონაციას სხვადასხვა მიმართულებით. კომპანია, უმეტეს შემთხვევაში, დასუფთავების კუთხით აქტიურობს და მათი ინიციატივით, წელიწადში რამდენჯერმე ირეცხება სათანადოდ შერჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოს მასშტაბით.

R