ავტორი:

"რამდენიმე თვე ვმალავდით ამ ინფორმაციას"... - გიორგი გასვიანი ბავშვს ელოდება

"რამდენიმე თვე ვმალავდით ამ ინფორმაციას"... - გიორგი გასვიანი ბავშვს ელოდება

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და მისი მეუღლე მარიტა მელიქიშვილი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "პრაიმ შოუს" სტუმრობდნენ, რა დროსაც გიორგიმ მაყურებელს მათი სასიხარულო მოლოდინის შესახებ უამბო:

"ჩვენ ცოტა ვღელავთ, იმიტომ, რომ თქვენს გადაცემაში ვიყავით ახალი წლის წინა დღეს და მოგიყევი, ვინ იყო მარიტა და რომ დაქორწინებას ვაპირებდით და ახლაც, გადავწყვიტეთ, რომ თქვენ განდოთ ეს ამბავი...

რამდენიმე თვე ვმალავდით ამ ინფორმაციას, ალბათ მაყურებელიც ნელ-ნელა ხვდება, მარიტას სოციალურ ქსელშიც ატყობდნენ, რომ რაღაც შეცვლილი იყო. იგულისხმება ის, რომ ჩვენ რამდენიმე თვეში ველოდებით პატარა ბიჭს", - განაცხადა გიორგი გასვიანმა.

.