ავტორი:

ვენის ლაბორატორიის დასკვნით, გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა

ვენის ლაბორატორიის დასკვნით, გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა

პარტია "საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ავსტრიაში, ვენის ლაბორატორიის, FTC-Forensisch-Toxikologisches Labor-ის დასკვნით, გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

"2021 წლის 14 სექტემბერს ვენის (ავსტრია) ლაბორატორიაში "FTC-Forensisch-Toxikologisches Labor“ ჩატარდა გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, მათ შორის:

• ტეტრაჰიდროკანაბინოლი - (მათ შორის ე.წ. მარიხუანა)

• კოკაინი

• ამფეტამინი

• მეტამფეტამინი

• MDEA

• MDMA

• მეფედრონი

• ოპიოიდის ჯგუფები: ოპიატები და ჰეროინი

• კოდეინი

• მორფინი

• ბუფრენორფინი

• დიჰიდროკოდეინი

• ფენტანილი

• მეთადონი

• ტრამადოლი

• ბენზოდიაზეპინები

დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ზემოხსენებული ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა. კვლევის შედეგები გაიცა 2021 წლის 28 სექტემბერს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.