ავტორი:

მზადდება თუ არა კანონპროექტი მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციაზე? - განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

მზადდება თუ არა კანონპროექტი მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციაზე? - განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მზადდება კანონ-პროექტი მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, აცრა ნებაყოფლობითია.

„იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში, შეუფერხებლად გაგრძელდეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად მოუწოდებს მასწავლებლებს, აიცრან. გარდა ამისა, სამინისტრო Unicef-თან ერთად აგრძელებს აცრასთან დაკავშირებით მასწავლებლებში ცნობიერების ამაღლების კამპანიას. სამინისტრო მასწავლებლებს ყოველთვის სთავაზობდა დახმარებას აცრისთვის რეგისტრაციის პროცესში, შემდეგ ყველა ქალაქში გაიხსნა ამცრელი კაბინეტები სპეციალურად განათლების სისტემის წარმომადგენლებისთვის, სადაც მათ რეგისტრაციის გარეშე შეეძლოთ ვაქცინაცია. შედეგად, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით, აცრილია საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომელთა 65% და პროცესი გრძელდება”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რამდენადაც აქვს ინფორმაცია, შეიტანეს კანონპროექტი, ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი.

„რამდენადაც ვიცი, დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი. ყველა ქვეყანამ გააკეთა ეს და ჩვენთან იძახე შენ, რომ არ შეიძლება რაიმე იძულებითი იყოს. რაღაცა მსოფლიოში ყოველთვის არის იძულებითი. გამოხატვის და პიროვნების თავისუფლება უზენაესია, მაგრამ რაღაც იძულებითია“, - აღნიშნა "დღის კურიერში" თენგიზ ცერცვაძემ.