ავტორი:

"სიცრუეა პრემიერის სახელით გავრცელებული განცხადება, თითქოს თბილისელ ოჯახებს სოფლელი სტუდენტების შეფარება დაევალათ" - მთავრობის სტრატკომი

"სიცრუეა პრემიერის სახელით გავრცელებული განცხადება, თითქოს თბილისელ ოჯახებს სოფლელი სტუდენტების შეფარება დაევალათ" - მთავრობის სტრატკომი

მთავრობა უარყოფს ინფორმაციას, თითქოს პრემიერმა თქვა, რომ "თბილისელ ოჯახებს სოფლელი სტუდენტების შეფარება" დაევასლათ.

ამის შესახებ მთავრობის სტრატკომის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"სოციალურ ქსელში, სხვადასხვა მომხმარებლის მიერ ვრცელდება ფოტო, რომელზეც თითქოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაა ასახული.

მოგახსენებთ რომ აღნიშნული არის ტყუილი და მსგავსი ტიპის განცხადება პრემიერ-მინისტრს არ გაუკეთებია, შესაბამისად, აღნიშნული ფოტოს, ე.წ სქრინის გავრცელება ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და არ ასახავს რეალობას" - ნათქვამია განცხადებაში.