ავტორი:

პარასკევი ვოლტზე Mastercard-ის დღეა

პარასკევი ვოლტზე Mastercard-ის დღეა

ყოველ პარასკევს ისარგებლე უფასო მიტანით

Mastercard-ით გადახდის შემთხვევაში მომხმარებელი ყოველ პარასკევს უფასო მიტანით ისარგებლებს ექსკლუზიურად ვოლტზე. აქცია უკვე დაიწყო და ახლა ყოველი პარასკევი ვოლტზე Mastercard-ის დღე იქნება.

პარასკევობით Mastercard-ის მომხმარებლებისთვის ვოლტზე უფასო მიტანის სერვისი იმოქმედებს - მომხამრებელს Mastercard-ის ბარათით გადახდისას მიტანის საფასური სრულად უკან დაუბრუნდება ვოლტის ანგარიშზე.

აქცია იმოქმედებს ყველა შეკვეთაზე, როგორც რესტორნებიდან, ისე სუპერმარკეტებიდან, აფთიაქებიდან და სხვა მაღაზიებიდან შეკვეთისას. აქცია იმოქმედებს ყველა ქალაქში, სადაც ვოლტით საკვებისა თუ სხვა პროდუქციის შეკვეთაა შესაძლებელი: თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში.

აღმოაჩინე ვოლტზე შენი საყვარელი კერძები, სპეციალური შეთავაზებები, ფასდაკლებები და ისარგებლე ყოველ პარასკევს უფასო მიტანით. ამჟამად შეკვეთა 1,000-ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი, მათ შორის როგორც რესტორნებიდან, ასევე სუპერმარკეტებიდან, აფთიაქებიდან, წიგნების, სათამაშოების, ყვავილების, საჩუქრების და სხვა მრავალი მაღაზიიდან 24 საათის განმავლობაში.

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 200-ზე მეტ ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 20,000-ზე მეტ რესტორანსა და 50,000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თამშრომლობს.

Wolt საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავისა და წყნეთის 1,000-ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

Mastercard ((NYSE: MA), www.mastercard.com, გადახდების გლობალური ინდუსტრიის ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)

(R)