საქართველოში არის კი არა, ეს კაცი დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ არის ჩვეულებრივი მაიმუნი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილ პერზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მდინარაძე განმარტავს, სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს და ის უკრაინაში იმყოფება.
„ამ „კლოუნადის“ შეფასება შეუძლებელია. მიკვირს ზოგიერთი თქვენგანის, რომ ასე მთელი სერიოზულობით ამტკიცებთ რაღაცას და ჩართვებს აკეთებთ, რომ აქ იყო, იქ გაიარაო, ან მართლა ცუდ მდგომარეობაში ხართ, ზოგიერთ ჟურნალისტზე ვსაუბრობ, ან გჯერათ, ან ჩართული ხართ თაღლითობაში. რა მჯერა, კაცო? ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა და იმალება ახლა, სადღაც შემძვრალია და იქიდან რაღაცებს გეგმავს, მეორე თუ მესამე ტელეფონით. ამაზე არსებობს უტყუარი ინფორმაცია, რომ უკრაინა არ დაუტროვებია, არათუ საქართველოში, სხვა ქვეყანაშიც არ არის. ხვდებით ალბათ, რომ ამის შესახებ მარტივად გვექნება ინფორმაცია. შარშან ალბათ, გახსოვთ, რომ ირაკლი კობახიძემ ამ ადგილიდან პრევენციული ბრიფინგი გააკეთა, მართლა საშინელებას აპირებდნენ და ამ პრევენციულმა ბრიფინგმა უზრუნველყო, რომ „დიფ ფეიკი“ არ გაავრცელეს, მაშინ მიშაზე არ იყო საუბარი, მართლა ამ კლოუნზე, მაშინ საუბარი იყო სხვა ძალიან ბინძურ „დიფ ფეიკზე“. იცით, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არანაირი პრობლემა არ არის, რამდენიმე საათში თუ წუთში ამის დამზადება მარტივად შეიძლება. შარშან არ გააკეთეს, ამის პრევენცია მოხდა და წელს გამოიყენეს როგორც ჩანს, ეს მეთოდი, ამას ტექნიკოსები დაადგენენ, მარტივი დასადგენია. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს კაცი არსად გასულა უკრაინიდან. ამ „დიფ ფეიკების“ გამოყენებით და თაღლითობით ცდილობს ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ საქართველოშია და ნიკა მელიას დამსახურება კი არ არის ხმები, თავისი დამსახურებაა. შიდა ასეთი ბრძოლები თუ ჰქონდათ, დღემდე ვიცოდით, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, ერთ ფლანგში „ნაცმოძრაობის“ ისეთი პანიკაა, ვერც წარმოიდგენთ. ჩეულებრივი „კლოუნადა“ შეიქმნა ამ ადამიანისგან და მისი თანამზრახველებისგან. სამწუხაროდ, ამაში მისი ტელევზიებიც ჩაერთვნენ.
ვფიქრობ, ხვალ, ქართველი ხალხი არჩევნებზე პასუხს გასცემს ამ უპრეცდენტო თაღლითობას“, - განაცხადა მდინარაძემ.