ავტორი:

"სააკაშვილს ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა - რაც შეიძლება მეტი HA HA!" - არჩილ თალაკვაძე

"სააკაშვილს ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა - რაც შეიძლება მეტი HA HA!" - არჩილ თალაკვაძე

მოდელირებული ქრონიკის ავტორებისგან რა უნდა გაგიკვირდეს? ომი დადგეს მედიით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილს თავისი ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც „გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა“.

„რაც შეიძლება მეტი HA HA! 2 ოქტომბერს ჩვენი ყველა მხარდამჭერი არჩევნებზე! მშვიდად და მტკიცეთ გავიმარჯვებთ! „ქართული ოცნება“ იგებს!“ , - წერს სოციალურ ქსელში თალაკვაძე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს. როგორც სააკაშვილი ვიდეომიმართვაში განმარტავს, ბათუმში იმყოფება.

„ეს არის ბათუმი. 2 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას“, - აცხადებს სააკაშვილი.