ავტორი:

"მოგესალმებით ბუენოს აირესიდან" - შალვა პაპუაშვილი

"მოგესალმებით ბუენოს აირესიდან" - შალვა პაპუაშვილი

მოგესალმებით ბუენოს აირესიდან, - ასე დაიწყო „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი „ქართული ოცნების“ ოფისში.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ „ისტორიული გამარჯვებიდან“ 9 წელი გავიდა და სიმბოლურია, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ძალას, წერტილი დაესვა“.

„დღეს 1-ელი ოქტომბერია, 9 წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ ისტორიული გამარჯვებიდან და სიმბოლურია, რომ დღეს წერტილი დაესვა „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ძალას. „ქართული ოცნების“ მორიგ დამაჯერებელ გამარჯვებამდე დარჩენილია ერთი დღე“,- განაცხადა პაპუაშვილმა.