ავტორი:

"ჩამოდიოდა 2 ოქტომბერს, დღეს გვეუბნება, რომ ბათუმშია, ე.ი. მოატყუა ამომრჩეველი" - ვიქტორ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ

"ჩამოდიოდა 2 ოქტომბერს, დღეს გვეუბნება, რომ ბათუმშია, ე.ი. მოატყუა ამომრჩეველი" - ვიქტორ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ

"ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისივე ამომრჩეველი მოატყუა.

"ჩემი ინფორმაციით, საქართველოში არ იმყოფება. პლუს ამას, საჯარო ინფორმაცია იყო, რომ ჩამოდიოდა 2 ოქტომბერს კიევის რეისით, დღეს კი გვეუბნება, რომ ბათუმშია. ე.ი. მოატყუა უკვე თავისი ამომრჩეველი“, - განაცხადა სანიკიძემა "ფორმულასთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკვე საქართველოშ იმყოფება, მოგვიანებით კი ვიდეოებიც გაავრცელა, სადაც ამტკიცებს, რომ ბათუმშია.

ამასთან შსს-ს ინფორმაციით სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება.